top_leaderboard

გიორგი ვოლსკი: აქციაზე ადამიანები გულუბრყვილობით ან გულწრფელობით არიან შეკრებილნი იმ დროშის ქვეშ, რომელიც ააფრიალეს ადამიანებმა, რომლებმაც უღირსად გაიარეს თავისი ხელისუფლების პერიოდი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ინტერვიუში ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ისაუბრა.

“რასაკვირველია, (აქციის მონაწილეთა) რაოდენობას აჭარბებენ, მაგრამ გადათვლა შეიძლება. რასაც ვხედავ, ნათელი სახეა ადამიანების, რომლებიც ალბათ რაღაცნაირად გულუბრყვილობით, ან გულწრფელობით არიან შეკრებილნი იმ დროშის ქვეშ, რომელიც ააფრიალეს ადამიანებმა, რომლებმაც უღირსად გაიარეს თავისი (ხელისუფლების) პერიოდი. როცა ვამბობთ, რომ სისხლიანი 9 წელი როდის უნდა დავივიწყოთო, დავივიწყებდით, დაიღალა ხალხი ამდენი ნეგატივით, მაგრამ ამ პროცესებში ვუყურებთ ხალხს, რომელიც პირდაპირ მონაწილეობდა რეჟიმის შექმნაში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

 

ასევე იხილეთ