მიხეილ სარჯველაძე: საზოგადოება არის ღირსი და უფლებამოსილი, ფლობდეს ინფორმაციას, რა საიდან იმართება

“საზოგადოება არის ღირსი და უფლებამოსილი, ფლობდეს ინფორმაციას, რა საიდან იმართება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

“ოპოზიციამ და ხალხმა, რომლებიც ცდილობენ ქვეყანაში წყალი აამღვრიონ, ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ დუღილის ტემპერატურამდე მიიყვანონ სიტუაცია. მინდა გავაფრთხილო ყველა ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც ოცნებობს საქართველოს მიტრიალებას 90-იანებში ან 2003 წელში – რაც უფრო მალე მოეშვებიან ამ მაიმუნობას ეს წაადგება ჩვენს ხალხსაც და მათაც“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე იხილეთ