top_leaderboard

ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციონერ ლიდერებზე: ძალიან კარგად იციან, რომ ვერ შეძლებენ არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას

“იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდი სურვილი აქვთ, რომ საქართველოს პოლიტიკაში ისევ იყვნენ, დადონ პროგრამა, თავიანთი მოსაზრებები როგორი ხედვა აქვთ ქვეყნის განვითარებისთვის, ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და არა ის, რომ ამბობენ, ჩვენი გზა ევროპაშია”, – ამის შესახებ ექსპერტმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„გზა კარგია, მაგრამ თვითონ გვითხრან, ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ რას აპირებენ, რა იქნება მათი პროგრამა და რატომ უნდა ენდოთ მათ ხალხი. მალე არის არჩევნები, წარმოადგინონ თავიანთი თავი. ყველას თავისი პოლიტიკური გემოვნება აქვს და ვისაც ვინ მოეწონება მას მისცემს ხმას და მას ანდობს ქვეყნის მართვას. მაგრამ მათ ძალიან კარგად იციან, რომ ვერ შეძლებენ არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას და კანონი მათთვის მიზეზია, რომ რევოლუციური მუხტი წარმოადგინონ, ხელისუფლებას თითქოს ზიანი მიაყენონ. მაგრამ დამერწმუნეთ,მ ეს ყველაფერი წარმავალია. ყველაზე მეტი, რაც შეგვიძლია ამ ხელისუფლებას კარგი დავაბრალოთ ეს არის, რომ ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, ჩვენ გვაქვს სტაბილურობა“, – აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ასევე იხილეთ