საქართველომ ევროვიზიაზე 21-ე ადგილი დაიკავა
2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე სიმღერით „Firefighter“ 21-ე ადგილზე გავიდა.
68-ე ევროვიზიის გამარჯვებული შვეიცარია გახდა. შესაბამისად, მომდევნო წლის მასპინძელი შევიცარიაა.
საქართველომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო, როდესაც სოფო ხალვაშმა მე-12 ადგილი დაიკავა, სიმღერით „My Story“.