მედია: უკრაინამ რუსეთის სამ ოლქში სამხედრო ობიექტებს დრონებით შეუტია
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დრონები, 12 მაისის ღამეს სამხედრო ობიექტებს რუსეთის ვოლგოგრადის, კალუგასა და ლიპეცკის ოლქებში თავს დაესხნენ, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიასთან საუბარში წყარომ, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, განაცხადა, რომ უკრაინის სადაზვერვო ოპერაციის შედეგად თავდასხმა განხორციელდა „კალუგანეფტეპროდუქტზე“, ნოვოლიპეცკის მეტალურგიულ ქარხანასა და ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
“აღნიშნულ სამხედრო სამიზნეებზე დარტყმა უკრაინული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განხორციელდა. მუშაობა გაგრძელდება“, – აღნიშნა წყარომ.