top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: დონორების პასუხისმგებლობაა, საკუთარ „ენჯეოებს“ მკაცრად მიუთითონ, არ გადაზარდონ აქცია ძალადობრივ ფორმაში

“ვნახეთ, რომ აქციებმა, რომლებიც პარლამენტთან იმართებოდა, საბოლოოდ, რადიკალური ჯგუფების მოწოდებების შემდეგ, ძალადობრივი ხასიათი მიიღო, თუ ვინმეს სურვილი აქვს, პროტესტი გამოთქვას ან აქციაში მიიღოს მონაწილეობა, საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მშვიდობიანი პროტესტი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„განსაკუთრებით მივმართავდი დონორ ორგანიზაციებს, რომელთა მიერ დაფინანსებული „ენჯეოებიც“ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად თანაორგანიზატორი არიან აქციების და, სამწუხაროდ, სწორედ მათი მოწოდებებით იქცევა ეს აქციები ძალადობრივად. ამიტომ, დონორების პასუხისმგებლობაა, საკუთარ „ენჯეოებს“ მკაცრად მიუთითონ, რომ არ გადაზარდონ აქცია ძალადობრივ ფორმაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ