რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ბენიამინ ნეთანიაჰუს გენოციდური მეთოდები ჰიტლერსაც კი შეშურდებოდა
“ბენიამინ ნეთანიაჰუმ გენოციდური მეთოდებით ისეთ დონეს მიაღწია, რომელიც ჰიტლერსაც კი შეშურდებოდა”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ღაზის სექტორი საკონცენტრაციო ბანაკის მსგავსი ღია ცის ქვეშ არსებული ციხე არა მხოლოდ 7 ოქტომბრის შემდეგაა, არამედ უკვე წლებია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერდოღანი ნეთანიაჰუს ნაცისტების ლიდერს, ადოლფ ჰიტლერს ამსგავსებს. დეკემბერში მან განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერი ჰიტლერზე უარესი იყო.