top_leaderboard

ირაკლი შატაკიშვილი: პასუხისმგებლიანი ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს ვალდებულებაა, საზოგადოება ფარული საფრთხეებისგან დაიცვას

„ჩვენ ტრადიციულად, ისტორიულად ვართ  ისეთ საკითხებზე შეთანხმებულები, რომლებიც შეიძლება შავით თეთრზე დაწერას საერთოდ არ საჭიროებდეს, რადგან ისედაც ნათელია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ერთობაა“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა ბორჯომში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ქორწინების განმარტება განისაზღვრა, დღეისათვის საზოგადოება მაინც ფარული საფრთხეების წინაშე დგას.

„ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების ვალდებულებაა, რომ საზოგადოება ისეთი ფარული საფრთხეებისგან დაიცვას, რომლებიც, ერთი შეხედვით, ისე უვნებლად შემოგვეპარება ხოლმე, რომ საერთოდ ვერ დავინახავთ და ძალიან დიდი და ღრმა შინაარსის მატარებელია. ჩვენი ვალდებულებაა და დარწმუნებული ვარ, თქვენი დაკვეთაც ის იქნება, რომ შევქმნათ ისეთი კანონმდებლობითი გარანტიები, რომლებიც მსგავს საფრთხეებს, განსაკუთრებით ჩვენს მცირეწლოვან შვილებს აარიდებს“, – აღნიშნა ირაკლი შატაკიშვილმა.

ასევე იხილეთ