top_leaderboard

პრემიერი: რადიკალური ოპოზიცია თავისი NGO-ებით, ტელევიზიებით, მოქმედებს ყოველთვის ორმაგი სტანდარტით

ძალადობას ვგმობთ ყველა მიმართულებით და რეაგირება ძალადობაზე გვექნება ყველა მიმართულებით. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, ყველა შესაბამის საკითხთან დაკავშირებით არის დაწყებული გამოძიება, ამას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა ყველა ნახავს იმას, რომ ბოლომდე გავყვებით გამოძიების პროცესს“,  – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლებას, ოპოზიციისგან განსხვავებით, ორმაგი სტანდარტები არ აქვს.

ჩვენ არ გვაქვს ორმაგი სტანდარტი ოპოზიციისგან განსხვავებით. თქვენ მუდმივად ხედავთ, იგივე ძალადობასთან დაკავშირებით, ჩვენი ოპონენტები, რადიკალური ოპოზიცია თავისი NGO-ებით, ტელევიზიებით, მოქმედებს ყოველთვის ორმაგი სტანდარტით და ხშირად იწონებენ კიდეც ძალადობასარა მარტო არ გმობენ, მაგალითად თუნდაც კოლეგებზე, ჟურნალისტებზე ძალადობას, დეპუტატზე ძალადობას და .. პირიქით, იწონებენ კიდეც ძალიან ხშირად ასეთი ძალადობის ფაქტებს. ჩვენ მათგან განსხვავებით გვაქვს არა ორმაგი, არამედ ერთმაგი სტანდარტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალადობას ვგმობთ ყველა მიმართულებით და რეაგირება ძალადობაზე გვექნება ყველა მიმართულებით. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, ყველა შესაბამის საკითხთან დაკავშირებით არის დაწყებული გამოძიება, ამას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა ყველა ნახავს იმას, რომ ბოლომდე გავყვებით გამოძიების პროცესს,“– აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

ასევე იხილეთ