მამუკა მდინარაძე: ზურაბიშვილმა თქვა საოცრება, რომელსაც რეალურად აღიარება ჰქვია
“სალომე ზურაბიშვილმა, [გამჭვირვალობის კანონს] ვეტოს დავადებ, მაგრამ მანიპულაციებში და მაგ თამაშში არ შევალ, შენიშვნების იმედი ნუ გექნებათ, უბრალოდ რუსულია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერს.
„მეორე საოცრებაც თქვა, საოცრება, რომელსაც რეალურად აღიარება ჰქვია – ამოქმედება გადაიტანეთ არჩევნების შემდეგო, ანუ, მანამდე მაგ გაუმჭვირვალე ფულით იქნებ რამენაირად დაგამხოთო – ეს თქვა ფაქტობრივად.
P. S. არჩევნების შემდეგ აღარ იქნება რუსული კანონი, გაუნათდება ყველას გონება და ყველა მიხვდება, რომ ქართულია? მთავარია არჩევნების მერე ამოქმედდესო, „პრეზიდენტმა“, – წერს მდინარაძე Facebook-ზე.