საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სალომე ზურაბიშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს. როგორც მაია ბითაძე აღნიშნავს, რუსული საქმეა, როდესაც გინდა ხალხი ერთმანეთს დააპირისპირო.
„მივმართავ სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტად წოდებულ ქალბატონს!!! ,,შინაგანად” დაშინებული ბრძანდებით თქვენ, რადგან ასე ებრძვით იმას, რასაც საქართველოს სუვერენიტეტი ქვია!! შეგახსენებთ! სანამ თქვენ საფრანგეთში უზრუნველად ცხოვრობდით! ჩვენ – თაობა x და ბუმერები – აქ, ამ მიწაზე ვებრძოდით რუსებს! 12-13 წლის ასაკში ვიდექით აქციებზე, რასაც მართლა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ერქვა! 9 აპრილს ვყლაპავდით სკოლის შენობაში შეგდებული მომწამლავი გაზის აირებს! გადავიტანეთ ემბარგო! ყინვა, შიმშილი!!! გადავიტანეთ დრო! როდესაც ტელეფონს ვთიშავდით საუბრის დროს!! ვმუშაობდით პარლამენტში, რიგითებად- და გვეუბნებოდნენ, დასკვნები პროექტებზე არ დაწეროთო!! ჩვენ თავზე დაფრინავდნენ რუსული თვითმფრინავები და ჩვენი და არა თქვენი!! – მეგობრები შეეწირნენ 90 იან წლებს!!! ხოლო – ჩვენი ოჯახები ომებს აფხაზეთში, სამაჩაბლოსა და თბილისში!! რუსეთის საქმეა ზუსტად რუსული უწოდო იმ ხალხს!!! ვინც წერს და აღასრულებს ასოცირების კანონებს და თქვენ!!! მარტო ხელმოწერა გევალებათ ჩვენ ნაშრომზე და ევროკომისიასთან შეთანხმებულზე!! აი ესაა რუსული!! გინდოდეს დააპირისპირო შენი ხალხი ერთმანეთს და თავად!!! ამდენი წელია ენა- რასაც ქართული ენა – ქვია ვერ გისწავლიათ!! ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, გთხოვთ, ნუ გვირევთ სამშობლოს!!!! ჩვენ სამშობლოს!!! რომელიც ისე ვერასდროს გეყვარებათ! როგორც მე მიყვარს!!!“ – წერს მაია ბითაძე.