„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო`ბრაიენის ვიზიტის შესახებ ისაუბრა, რომელიც სახელისუფლებო გუნდთან შეხვედრას 14 მაისს, სამშაბათს გამართავს.
მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდს ერთადერთი გზავნილი აქვს: საქართველო ევროპაში მშვიდობიანად, სუვერენიტეტითა და ღირსებით შევიდეს.
„ვერ გეტყვით [სახელისუფლებო გუნდთან შეხვედრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო`ბრაიენს] რა გზავნილები ექნება. ჩვენ ერთადერთი გზავნილი გვაქვს: გვინდა ევროპაში მშვიდობიანად, სუვერენიტეტით, ღირსებით შესვლა. რაც მთავრია, საქართველოში მშვიდობიანად ცხოვრება, ეკონომიკური წინსვლით და დიდ სახელმწიფოებთან სტრატეგიული ურთიერთობებით. ამ ფორმატში ყველას ვეთანამშრომლებით. დანარჩენი, შიშებში და მოლოდინებში ცხოვრება საქართველოში უკვე დასრულებულია.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.