ედიშერ გვენეტაძე: სახელმწიფო გადის ურთულეს გამოცდას – მკაფიოდ გაცხადდა, რომ არჩეული ხელისუფლება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში ხელების ფათურს არავისგან არ დაუშვებს!
„რა დაავადებაც სჭირს ქუჩაში ზემოთ-ქვემოთ მორბენალ და ლეიბების მომლოდინე “გულანთებულებს”! ამის მიზეზია ერთი რამ, რასაც ჰქვია არასახელმწიფოებრივი აზროვნება! ამიტომაც ამ ბატონებს შევახსენებდი ძველი რომაელების გამონათქვამს: “ყველა კანონი ცუდია, მაგრამ კანონი კანონია”! – ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პრემიერმა დღევანდელ
პრესკონფერენციაზე მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ვინმეს მხრიდან ჩარევას არ დაუშვებს, ხოლო, კანონი ყველასთვის აღსრულდება.
„რა დაავადებაც სჭირს ქუჩაში ზემოთ-ქვემოთ მორბენალ და ლეიბების მომლოდინე “გულანთებულებს”!
ამის მიზეზია ერთი რამ, რასაც ჰქვია არასახელმწიფოებრივი აზროვნება!
ამიტომაც ამ ბატონებს შევახსენებდი
ძველი რომაელების გამონათქვამს: “ყველა კანონი ცუდია, მაგრამ კანონი კანონია”! და იქვე რომაულ სიბრძნეს: “რაც არ უნდა მოხდეს, კანონი უნდა აღსრულდეს!”
დიახ, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოს სახელმწიფოში კანონი უნდა აღსრულდეს!
ამ ჭეშმარიტების დაცვას ემსახურება დღეს ჩვენი სახელმწიფო და მისი ინტერესები!
კანონები კონსტიტუციიდან გამომდინარეობს, ხოლო კონსტიტუციის წყარო ქართველი ხალხია, რომლის უზენაესი ნება კონსტიტუციის თანახმად კანონის დაცვა და აღსრულებაა!
კონსტიტუციაშივეა ნათქვამი, რომ
კანონის ფარგლებში მოქმედება არავის ეკრძალება, მაგრამ კანონიდან გადაცდომა არ ეპატიება არავის!
ჩვენ ვართ ახალფეხადგმული სუვერენიტეტისაკენ მიმავალი სახელმწიფო! ეს სახელმწიფო გადის დღეს უდიდეს, ურთულეს სახელმწიფოებრივ გამოცდას!
აქედან გამომდინარე ქართულმა სახელმწიფომ ურყევად უნდა დაიცვას, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები!
წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვერ შემდგარ სახელმწიფოდ იქნება წარმოჩენილი!
და მთავარი!
მკაფიოდ გაცხადდა, რომ არჩეული ხელისუფლება არამც და არამც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში ხელების ფათურს არავისგან არ დაუშვებს!
სწორედ ეს საკითხები იყო პრიორიტეტი პრემიერის დღევანდელ პრესკონფერენციაზე, სადაც ბნ-მა ირაკლი კობახიძემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოს მტკიცე პოზიცია ქართული სახელმწიფოს ინტერესების დაცვის მიმართ, რაც გამოიხატება კანონის უზენაესობით და ასრულების პირობით!” – წერს გვენეტაძე.