ვახტანგ გომელაური: მიუღებელია, როდესაც პოლიტიკოსები და სხვა შიდა და გარე სუბიექტები აქეზებენ ადამიანებს ჩაიდინონ დანაშაული, რომლისთვისაც მკაცრი სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული
„მიუღებელია, როდესაც პოლიტიკოსები და სხვა შიდა და გარე სუბიექტები აქეზებენ ადამიანებს ჩაიდინონ დანაშაული, რომლისთვისაც მკაცრი სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენი სურვილი არ არის რამდენიმე ასეული ჩვენი თანამოქალაქე თუ უცხოელი გახდეს მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ობიექტი. თუმცა სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას სამართლისა და კანონის უზენაესობა და სისხლის სამართლის კოდექსის დამრღვევებს სათანადო ზომებით უპასუხოს. გამოვთქვამ იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება ამ პოლიტიკოსებისა და სხვა შიდა/გარე სუბიექტების მიერ დაგეგმილ პროვოკაციაში და, შესაბამისად, თავიდან აიცილებს მკაცრს სასჯელს, რომელიც საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის არის გათვალისწინებული“, – განაცხადა გომელაურმა.