top_leaderboard

კახა კალაძე: არ შეიძლება გამჭვირვალობა წინააღმდეგობაში მოდიოდეს დემოკრატიასთან, წინააღმდეგობაში მოდიოდეს ევროპულ მომავალთან, პირიქით, მგონია, რომ გამჭვირვალობა დემოკრატიულობისა და ევროპულობის ნაწილია

„გამჭვირვალობა დემოკრატიულობისა და ევროპულობის ნაწილია. ყოველ შემთხვევაში, 10 წელი ვიცხოვრე ევროპაში და ეს ყველაფერი ასე იყო”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რასაც რადიკალური ოპოზიცია კანონპროექტზე აცხადებს, ეს გარედან მართული პროცესია.

„ზოგადად, არ შეიძლება გამჭვირვალობა წინააღმდეგობაში მოდიოდეს დემოკრატიასთან, წინააღმდეგობაში მოდიოდეს ევროპულ მომავალთან, პირიქით, მგონია, რომ გამჭვირვალობა დემოკრატიულობისა და ევროპულობის ნაწილია. ყოველ შემთხვევაში, 10 წელი ვიცხოვრე ევროპაში და ეს ყველაფერი ასე იყო. ამ რწმენით ვარ დღესაც. მივესალმები ამ ყველაფერს. შესაბამისად, ჩვენ რასაც ვისმენთ ჩვენი ოპოზიციის მხრიდან, ეს არის გარედან მართული პროცესები“, – აღნიშნა კალაძემ.

ასევე იხილეთ