top_leaderboard

მიხეილ სარჯველაძე: ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი ამ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მებრძოლი ადამიანი იყო, თვითონ მის მომხრეებს არ გააჩნიათ, იმიტომ რომ ეს ასე არასოდეს ყოფილა

„რამხელა მარაზმია, როდესაც სააკაშვილი პატრიოტიზმს, ადამიანის უფლებების დაცვას, ქართული დემოკრატიისთვის ბრძოლას იჩემებს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი ამ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მებრძოლი ადამიანი იყო, თვითონ მის მომხრეებს არ გააჩნიათ, იმიტომ რომ ეს ასე არასოდეს ყოფილა. საპირისპიროს მტკიცების ბევრი მიზეზი არსებობს, დაწყებული რუსეთთან მიმართებაში და ეს რუსეთით არ მთავრდება. ის იყო მმართველი, რომელსაც ჰქონდა ეროვნული არასრულფასოვნების კომპლექსი. ის თვლიდა, რომ საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო და აქ გარკვეული გაუმჯობესებების შესაძლებლობას იძლევა მხოლოდ ვინმეს მორჩილება“, – აცხადებს სარჯველაძე.

მისივე თქმით, ეს კომპლექსი ოპოზიციაშიც არსებობს, რომლის ნაწილსაც მიაჩნია, რომ „კუბილიუსი უკეთ გადაგვიწყვეტს საკითხს, ვიდრე ჩვენი ქვეყნის რომელიმე პოლიტიკოსი“.

ასევე იხილეთ