top_leaderboard

მიხეილ სარჯველაძე: ვიღაც ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ეს არის ნორმალური – შეხვიდე პარლამენტში, როდესაც მოგეპრიანება, დაატრიალო იქ რაღაც უბედურება და ა.შ. დღეს სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა. ამას უბრალოდ არ დაუშვებს

„ღამის გათენებაზე ბევრი რომ არ მოგვიწიოს საუბარი, ვიტყვი რომ მერე ისე არ გამოვიდეს, ლევან ხაბეიშვილისთვის პოლიტიკური კარიერისთვის გათენებული ღამე არ გამოვიდეს”, – ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

გადაცემაში „იმედი LIVE“ ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ არავის ეპატიება კანონს გარეთ გასვლა.

„არავითარი ჩარჩოს დარღვევა აღარ იქნება შეწყნარებული და ნებადართული. ეს ამ დრომდეც ყოველთვის ასე უნდა ყოფილიყო, უბრალოდ გარკვეულ შემთხვევაში რაღაცას ანგარიშს ვუწევდით, შესაბამისად, ეს იყო მიზეზი, რის გამოც შეიძლება ვინმემ იფიქრა, რომ ეს ნებადართულია და შეგვიძლია შორს გადავდოთ მოქმედი კანონმდებლობა, სტანდარტი, ცივილური დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი წესი. ვიღაც ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ეს არის ნორმალური – შეხვიდე პარლამენტში, როდესაც მოგეპრიანება, დაატრიალო იქ რაღაც უბედურება და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არ გამოვა. დღეს სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა. ამას უბრალოდ არ დაუშვებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ასევე იხილეთ