მამუკა მდინარაძე ბუაძის განცხადებაზე: უბრალოდ რამდენიმე დეპუტატს კბილის ჯაგრისი და პიჟამები დარჩენია, დაბრუნდებიან ახლა მალე და ყველა პარლამენტში იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა საბა ბუაძის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ დეპუტატები უკვე პარლამენტის შენობაში არიან. ამ თემაზე კომენტარი მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ გააკეთა.
„საიდან გაიგეს არ ვიცი. უბრალოდ რამდენიმე დეპუტატს კბილის ჯაგრისი და პიჟამები დარჩენია, დაბრუნდებიან ახლა მალე და ყველა იქ იქნება“, – ხუმრობს მდინარაძე.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ასეთ განცხადებებს „საოცრებას“ უწოდებს.
„არა, საოცრებაა, წარმოუდგენელი ხალხია. არ ვიცი. უჩა აბაშიძის მორალის ხალხი არიან ისინი. არ ვიცი რომელმა თქვა და რა თქვა… რა პარლამენტის შენობაში არიან? ხომ უნდა მოგაფიქრდეს?“ – ამბობს მდინარაძე.