გიორგი მამაცაშვილი: ყველაზე ბევრი მხარდამჭერი გიჟ უტრუხუნესა ჰყავს!
საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ახლა, ამ წამსაც, ჩემთანაც დარეკეს უცხო ქვეყნის უცხო ნომრიდან. მანამდე ჩემი ოჯახის წევრებსაც ურეკავდნენ.
ალბათ, მამუკა მდინარაძე არეკინებდა.
ან ვახტანგ გომელაური.
ან ირაკლი კობახიძე.
ნამდვილად ჩვენი შეშინება და ბულინგი უნდათ. ისე ვერ მოგვწყვიტეს ნიკა გვარამიას და კონჩიტების მიტინგებს – ჩვენც გულუბრყვილო და გულწრფელი ახალგაზრდების მსგავსად აქციიდან აქციაზე დავდივართ და აჰა, შედეგიც…
ისე, ხუმრობა გვერდზე გადავდოთ და, მართლა დაგვირეკეს.
ამ ნომრიდან დაგვირეკეს და ეს არც პირველად მომხდარა და ალბათ, არც უკანასკნელად მოხდება.
ხოლო, თუ ხუმრობის გარეშე ვიტყვი – “ქოლ-ცენტრები” კეზერაშვილის გატაცებაა და სადაც უნდათ, დარეკავენ…
ახლა, ამ კაკაფონიის ფონზე, ამ მიტინგომანიისა და კონჩიტების დაგეგმილი რევოლუციის ფონზე, ერთიც უნდა ვთქვა.
მაგრად აკლიათ გირჩი ჯაფარიძისა და მიშას ჯაფარიძის მიმდევრებს…
მიშასი სოფოა. კბილების “დოხტური”.
აკლიათ-მეთქი და ძალიან მაგრად აკლიათ!
არც ლიაკა ხოშტარიას და ელიკა ელისაშვილის მიმდევრები ჩამორჩებიან, მარა მაგათ ცოტა ჰყავთ გაუბედურებული მხარდამჭერები.
ყველაზე ბევრი – გიჟ უტრუხუნესა ჰყავს.
ვინაა უტრუხუნე?
ის არა, ხარება ჯიბუტთან ერთად რომ იბრძოდა. იმასთან ესენი რას მოვლენ…
სხვა უტრუხუნეზე გელაპარაკებით.
გიჟი როა და სოფელ-სოფელ დარბოდა…
თან, შეხედეთ “მთავარ არხს”, “ფორმულას”, “ტვ პირველს”… იმდენი და იმდენნაირი უტრუხუნეები ჰყავთ, სათვალავი აგერევათ.
გვარამიას და ვაშაძის მოწყობილი რევოლუცია არ გაიშვას არსად.
თან როგორ ყროყინებდა რამდენიმე?!
რაც იციან, იციან და…
მამუკა ხაზარაძეს, აკუკი მინაშვილს, ლევან ხაბეიშვილს, ხატია დეკანოიძეს, დავით კეზერაშვილს, ეკა გიგაურს და სალომეს ებარებოდეთ, უტრუხუნეებო.
სალომეს – გნებავთ, სამადაშვილსა და გნებავთ, – ზურაბიშვილს.
ხაბეიშვილის ხსენებაზე ეზოს შიგნით და ეზოს გარეთ დაბმული ვირის ანეგდოტი გამახსენდა და ეგრეა რა, ესენი ყველა ერთმანეთსა ჰგვანან. ესენი ყველანი ერთი და იგივეები არიან.
არადა, ვირი მაინც ვირია.
თქვენი მოწყობილი რევოლუციისა იყოს, უტრუხუნეებო!“ – წერს გიორგი მამაცაშვილი.