ირაკლი რუხაძე: ეკა გიგაურის ორგანიზაციას, „Transparency Intenational“-ს ამერიკაში 4 წელი ოფისი დახურული ჰქონდა, გერმანიაში აბრალებენ კორუფციას, ბრაზილიიდან, ხორვატიიდან გამოაგდეს

„ეკა გიგაურს რომ შეკითხვა დავუსვა, რატომ არის, რომ გერმანიას ვედავები. ამას აკეთებენ – მე თუ მკითხე რაღაც გამჭვირვალობის კანონის გარშემო, ე.ი დასავლეთს აგინებ და რუსეთისკენ მიდიხარ”, – ამის შესახებ „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ელჩები არიან ძალიან მნიშვნელოვანი გამტარი, რა ინფორმაციასაც მათთან მიიტანენ. ამ ელჩებისთვის გამტარი არიან მათი სტაფი. განსაკუთრებით ის „ენჯეოები“, რომლებიც მათზე მუშაობენ. ერთ-ერთმა ძალიან დიდი ქვეყნის ელჩმა მითხრა, რომ ასეთი პოლიტიზებული „ენჯეოები“ არსად მინახავს, რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნამუშევარიო – თან ყველა ცალ მხარეს პოლიტიზებული რომ არის. მაგასაც აქვს ახსნა. სააკაშვილის დროს აბა, „ენჯეო“ გაგეკეთებინა მის წინააღმდეგ! ბოკერია და სხვები ხომ „ენჯეოშნიკები“ იყვნენ, ყველა თავისთან წამოიყვანა“, – განაცხადა რუხაძემ.

მისივე თქმით, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობა“ არჩევნებში დამარცხდა, უეცრად პარტიის წარმომადგენლების მიერ უამრავი „ენჯეო“ შეიქმნა.

„ახლა ეს ხალხი იძახის, რომ მე თუ შემეხე, დასავლეთს ეხები. ეს არის აბსოლუტურად არასწორი. როდესაც ეკა გიგაური, მერაბიშვილის მოადგილე იძახის, რომ მე თუ კითხვა დამისვი, ამით შენ დასავლეთისკენ კი არა რუსეთისკენ მიდიხარ, ეს არის სიგიჟე, რადგან ეკა გიგაურის ორგანიზაციას, „Transparency Intenational“-ს ამერიკაში 4 წელი ოფისი დახურული ჰქონდა, გერმანიაში აბრალებენ კორუფციას, ბრაზილიიდან, ხორვატიიდან გამოაგდეს. მე რატომ არ მაქვს უფლება, ეკა გიგაურს შეკითხვა დავუსვა? ეკა გიგაურს რომ შეკითხვა დავუსვა, რატომ არის, რომ გერმანიას ვედავები. ამას აკეთებენ – მე თუ მკითხე რაღაც გამჭვირვალობის კანონის გარშემო, ე.ი დასავლეთს აგინებ და რუსეთისკენ მიდიხარ. არა, შენ გაგინებ ეკა გიგაური, იმიტომ რომ შენ რომ გამოდიხარ და ამბობ, რომ მე ახლა მაქვს ფული, რომლითაც თუ დაგიჭირეს დემონსტრაციაზე, ადვოკატებს აგიყვან და გირაოს გადავიხდი, აი, ეს ფული ვინ მოგცა, ეს მაინტერესებს. შენ გიწერია, რომ კორუფცია უნდა გაზომო და პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიო. ეგ ფული ვინ მოგცა, ეს მაინტერესებს.

ბოლო შეხვედრაზე რამდენიმე მსხვილი დონორი იყო და ეს რომ მოვუყევი, განაცხადეს, სად თქვაო? ვუთხარი, რომ ვიდეოს ჩავუგდებდი“, – აღნიშნა რუხაძემ.

მისივე თქმით, დონორებმა მასთან შეხვედრისას განაცხადეს, რომ მათ გიგაურისთვის ფინანსები არ მიუციათ. რუხაძის განმარტების მას სწორედ ეს აინტერესებს, გიგაურს თანხა ვინ მისცა.

ასევე იხილეთ