ირაკლი რუხაძე სტუდენტებს: კარგად უნდა დავფიქრდეთ, ახლა ამას თუ ამოვატრიალებთ, შემდეგ ვინ მოვა?

„გვყავს „ქართული ოცნება“ თავისი მიღწევებით და შესაძლოა რაღაც თავისი ნეგატივებით და გვყავს ერთადერთი ალტერნატივა, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. კარგად უნდა დავფიქრდეთ, ახლა ამას თუ ამოვატრიალებთ, თუ სტუდენტი ვარ, გავარდი გარეთ და ვიძახე „წადი!“, „წადი!“ „წადი!“, შემდეგ ვინ მოვა?”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირასთან“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

მან მიმართა ახალგაზრდებს, დაფიქრდნენ თავიანთ არჩევანზე.

„დავფიქრდეთ, რა ალტერნატივები გვაქვს რეალურად. შესაძლოა, „ქართული ოცნება“ რაღაცაში არ მოგწონდეს, მე ახლა შემიძლია „ქართული ოცნება“ ძალიან ბევრი ვაკრიტიკო, მაგრამ დავფიქრდეთ, გვყავს „ქართული ოცნება“ თავისი მიღწევებით და შესაძლოა რაღაც თავისი ნეგატივებით და გვყავს ერთადერთი ალტერნატივა, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. კარგად უნდა დავფიქრდეთ, ახლა ამას თუ ამოვატრიალებთ, თუ სტუდენტი ვარ, გავარდი გარეთ და ვიძახე „წადი!“, „წადი!“ „წადი!“, ვინ მოვა? მე ნამდვილად არ მოვალ.

არცერთი სტუდენტური გამოსვლების შემდეგ სტუდენტები არ მოსულან ხელისუფლებაში. აიათოლა ხომეინი, ფიდელ კასტრო, ტროცკი და ლენინიც სტუდენტებმა მოიყვანეს – მერე მოდის სხვა ხალხი. შესაძლოა, სტუდენტებმა კარგებიც მოიყვანეს, არ ვამბობ, რომ ცუდია, სტუდენტები რომ მონაწილეობენ ამაში. ბევრი კარგიც გაუკეთებიათ ამერიკაში 60-70-იან წლებში, თუმცა ამაზე უნდა დაფიქრდნენ – აქ რომ ვდგავარ, შეცვლას რომ ვითხოვ, შემდეგი ვინ იქნება? აი, ესენი თუ წავლენ, ვინ ჩაენაცვლება? რატომ უნდა მოხდეს ეს დღეს და არა არჩევნებით? რატომ არ აქვს ამ ხალხს უფლება, ეს კანონი მიიღოს? რა უკრძალავთ მათ? ამ წესებით არ ვცხოვრობთ? ამაზე არ მოვილაპარაკეთ, როგორც ქვეყანამ, რომ დემოკრატია ეგ არის! აირჩია დეპუტატები ჩემმა ქვეყანამ და აქვს უფლება, რომ მიიღოს. ამ კანონს სჭირდება 51%, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“. მე რომ ვერევი ამაში, უფრო მეტს ხომ არ ვაფუჭებ, ვიდრე ვაკეთებ?! ვაკეთებ იმას, რომ ახლა ესენი გადავყარო და სხვები მოვიყვანო. აი, ის სხვა ვინ არის? შემდეგი ლიდერი ვინ იქნება? მე გეტყვით, შემდეგი ლიდერი ვინ იქნება – მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

ასევე იხილეთ