რატი იონათამიშვილი: ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალი სტანდარტით არის დაცული როგორც შეკრების, ასევე აზრის გამოხატვის თავისუფლება

„ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალი სტანდარტით არის დაცული როგორც შეკრების, ასევე აზრის გამოხატვის თავისუფლება და ვისაც არ უნდა სურდეს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ზიანი, ფაქტია, რომ ეს ვერ გამოუვა”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ უმრავლესობას გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო არგუმენტები არ მოუსმენია და იხსენებს განცხადებებს, რომელთა ავტორებიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საპირწონედ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ასახელებდნენ.

„თუმცა გავიდა დრო და ვერც ევროკავშირში ინტეგრაციას შეუშალა ხელი იმან, რომ სააკაშვილი დარჩა საპატიმროში (ამ შემთხვევაში „ვივამედის“ ბინადრად) და საერთაშორისო დონეზე სტრასბურგის სასამართლოშიც მოვიგეთ დავა. შევახსენებ მაყურებელს, ბოლო საქმე საერთოდ გაიწვია თვითონ, იმიტომ რომ იცოდა, რომ წარმატების მიღწევის შანსი არ გააჩნდა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ასევე იხილეთ