მამუკა მდინარაძე: არჩევნების შემდეგ აღარ იქნება „რუსული კანონი“, გაუნათდება ყველას გონება და მიხვდება, რომ ქართულია?
„სალომე ზურაბიშვილმა, ვეტოს დავადებ, მაგრამ მანიპულაციებში და მაგ თამაშში არ შევალ, შენიშვნების იმედი ნუ გექნებათ, უბრალოდ რუსულიაო – არჩევნების შემდეგ აღარ იქნება რუსული კანონი, გაუნათდება ყველას გონება და ყველა მიხვდება, რომ ქართულია?” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრეზიდენტის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
მდინარაძის შეფასებებით, პრეზიდენტმა „მეორე საოცრება“ თქვა, არჩევნების შემდეგ კანონის ამოქმედების გადატანაზე.
„სალომე ზურაბიშვილმა, ვეტოს დავადებ, მაგრამ მანიპულაციებში და მაგ თამაშში არ შევალ, შენიშვნების იმედი ნუ გექნებათ, უბრალოდ რუსულიაო.
მეორე საოცრებაც თქვა, საოცრება, რომელსაც რეალურად აღიარება ჰქვია – ამოქმედება გადაიტანეთ არჩევნების შემდეგო, ანუ, მანამდე მაგ გაუმჭვირვალე ფულით იქნებ რამენაირად დაგამხოთო – ეს თქვა ფაქტობრივად.
P.S. არჩევნების შემდეგ აღარ იქნება რუსული კანონი, გაუნათდება ყველას გონება და ყველა მიხვდება, რომ ქართულია? მთავარია არჩევნების მერე ამოქმედდესო, “პრეზიდენტმა“,– წერს მდინარაძე.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა: „ნამდვილად წარმოვადგენ ვეტოს, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევალ და თამაშს არ დავიწყებ, ჩემი იმედი ნუ გექნებათ! – გადაიტანეთ ამ კანონის ამოქმედების ვადა 1 ნოემბრისთვის“.