დაჩი ცაგურია რადიკალებზე: სტრატეგიული ობიექტები მათ რუსეთს გადასცეს. ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენონ

„ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენოს იმან, ვინც ყველაფერი რუსეთს გადასცა”, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

იგი ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

„მთელი ქართული სიმდიდრე რუსეთის ხელში მათ მოახვედრეს. სტრატეგიული ობიექტები მათ რუსეთს გადასცეს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გააწევრიანეს და ამით რუსეთმა მილიარდობით სიკეთე მიიღო, საქართველოს არაფერი არ მიუღია და ეს ადამიანები იმ ხელისუფლებას, რომელსაც არც ერთი სტრატეგიული ობიექტი ბუნებრივია, არ გადაუცია რუსეთისთვის, მეტიც, აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ჯერ ევროპასთან ჰქონოდა თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა – ამას რატომღაც, აღარ ვახსენებთ-ხოლმე, არა და ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია – თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირის ქვეყნებთან ეს არის უნიკალური ამბავი! ასევე, ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენოს იმან, ვინც ყველაფერი რუსეთს გადასცა და საქართველო რუსეთზე უარეს ქვეყანას აქცია“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

ასევე იხილეთ