top_leaderboard

გიორგი აბდალაძე: ჩემდა სამწუხაროდ, პრეზიდენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაუდგა სათავეში

ფოტოგრაფმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა. ამ თემაზე მან გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთი სცენარი. ამ სცენარში ყველას თავისი როლი აქვს. ჩემდა სამწუხაროდ, პრეზიდენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაუდგა სათავეში. ყველაფერი რუსულია მისთვის. ზუსტად იგივე სიტყვებით საუბრობს, როგორც თავის დროზე საუბრობდა ვანო მერაბიშვილი, მიშა სააკაშვილი. ის ემუქრება პოლიციას და ეუბნება – არავინ გაბედოთ რაიმე ზედმეტი ნაბიჯი გააკეთოთ. შევახსენებ მას, რომ მისი ინაუგურაციის პერიოდში ზუსტად ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც დღეს 24 საათის განმავლობაში საერთო შემუშავებული გეგმით მიჰყვება, ისინი მიდიოდნენ თელავში, რომ მისი ინაუგურაცია ჩაეშალათ. ეს კი ზუსტად ის პოლიციელები არიან, რომლებმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ამის შესაძლებლობა არ მისცეს“, – მიიჩნევს აბდალაძე.

მისივე თქმით, პოლიცია ცდილობს სახელმწიფოს დაცვას იმ შემუშავებული სცენარისგან.

ასევე იხილეთ