top_leaderboard

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები განისაზღვრა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეები სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიებით ისარგებლებენ.

ბრძანების თანახმად, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ მოსამსახურე სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიების სახით მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას  1875 ლარის ოდენობით  დაქორწინების, შვილის შეძენის/შვილად აყვანის, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური განსაკუთრებულად აფასებს სისტემაში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს და ყოველდღიურად ზრუნავს მათთვის სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად.

ასევე იხილეთ