1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამო“ თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა
1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფის „რეინშტადიონზე“ ქართული ფეხბურთის ისტორია დაიწერა – თბილისის „დინამომ“ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გუნდი, იენის „კარლ ცაისი“ 2:1 დაამარცხა და თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა.
„დინამომ“ ფინალამდე რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა. 1/16-ფინალში საბერძნეთის „კასტორია“ დაამარცხა, 1/8-ფინალში – ირლანდიური „უოტერფორდი“, 1/4-ფინალში – ლონდონის „ვესტ ჰემი“, 1/2 ფინალში კი – როტერდამის „ფეინოორდი“.
თბილისის „დინამოსთვის“ ევროპული თასის მოპოვება ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულია. ფინალში ანგარიში გერმანელებმა 63-ე წუთზე გერჰარდ ჰოპეს გოლით გახსნეს. ოთხ წუთში ვლადიმერ გუცაევმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე (87) ვიტალი დარასელიამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ყველაზე რთული როტერდამის „ფეიენოორდთან“ ნახევარფინალი იყო. 1981 წლის 8 აპრილს თბილისში გამართული მატჩი „დინამომ“ 3:0 მოიგო, ხოლო საპასუხო შეხვედრა 22 აპრილს როტერდამში ჩატარდა და „ფეიენოორდმა“ 2:0 გაიმარჯვა.
თბილისის „დინამო“ – იენის „კარლ ცაისი“ 2:1
გოლები: 0:1 გერჰარდ ჰოპე (83), 1:1 ვლადიმერ გუცაევი (67), 2:1 ვიტალი დარასელია (87)
თბილისის „დინამო“: ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ნოდარ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, გიორგი თავაძე, ვიტალი დარასელია, დავით ყიფიანი, ზაურ სვანაძე (ნუგზარ კაკილაშვილი), ვლადიმერ გუცაევი, რამაზ შენგელია.
მთავარი მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი
იენის „კარლ ცაისი“: ჰანს-ულრიხ გრაპენტინი, გერდ ბრაუერი, როდიგერ შნუფხაზე, ლოთარ კიურბუვაიტი, ვოლფგან შილინგი, გერჰარდ ჰოპე (ულრიხ ევერმანი), ანრეას კრაუზე, ლუტც ლინდემანი, ანდრეას ბელაუ (ტომას ტეფერი), იურგენ პააბი, ებერჰარდ ფოგელი.
მთავარი მწვრთნელი: ჰანს მაიერი