რატი იონათამიშვილი: ამაზე მკაფიო და ნათელი არაფერი შეიძლება იყოს!..
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ვიდეოში ჩანს, ამერიკელი ინსტრუქტორი როგორ აყენებს პოლიციას შეურაცხყოფას, რითაც ინციდენტი იწყება და როგორი რეაქცია აქვთ მომიტინგეებს თავიანთი ინსტრუქტორის დაკავებაზე.
„აკერმანის კლასიკა”.
ამ ვიდეოზე ძალიან კარგად ჩანს, როგორ აყენებს ამერიკელი ინსტრუქტორი პოლიციას შეურაცხყოფას, რითაც ინციდენტი იწყება და როგორი რეაქცია აქვთ მომიტინგეებს თავიანთი ინსტრუქტორის დაკავებაზე! აკერმანის სახელმძღვანელოში ამოკითხული პროვოკაციაც შედგა, საბედნიეროდ არა ისეთი, რითაც საბოლოო შედეგზე გადიან-ხოლმე…
ამაზე მკაფიო და ნათელი არაფერი შეიძლება იყოს!..” – წერს რატი იონათამიშვილი.