top_leaderboard

„ვალენსიას“ მწვრთნელი: გაგვიმართლა, რომ მამარდაშვილი გვყავს

ლა ლიგის 35-ე ტურში „რაიო ვალეკანოსთან“ შეხვედრაში (0:0) „ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კიპერმა მიმდინარე სეზონში მოედანი უგოლოდ უკვე მე-13 შეხვედრაში დატოვა. „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ განაცხადა, რომ „მესტალიაზე“ მამარდაშვილის ყოფნით ამაყობენ.

„მამარდაშვილი არის მეკარე, რომელიც ძალიან გვეხმარება. ის ძალიან მაღალი დონის მეკარეა, რასაც მთელი სეზონის განმავლობაში აჩვენებს. გაგვიმართლა, რომ ის ჩვენთან თამაშობს. გიორგიმ „რაიო ვალეკანოსთან“ სამი ურთულესი დარტყმა მოიგერია.

განსაკუთრებით შთამბეჭდავად პირველი მოგერიება მომეჩვენა. მას ფანტასტიკური რეაქცია ჰქონდა. მის დონეს მთელი სეზონის განმავლობაში ვაფასებდით. ჩემთვის მნიშვნელოვანია მიზნების მიღწევა. მამარდაშვილი მთელი სეზონის განმავლობაში ამაში გვეხმარებოდა“, – განაცხადა „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა.

ასევე იხილეთ