არჩილ თალაკვაძე ჯეიმს ო’ ბრაიენის ვიზიტზე: საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრებთან საუბრისთვის და მზად იქნება მომავალშიც ყველა იმ თემაზე, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას და მეგობრობას ეხება

„საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრებთან საუბრისთვის და მზად იქნება მომავალშიც ყველა იმ თემაზე, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას და მეგობრობას ეხება”, – განაცხადა თბილისში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწს, ჯეიმს ო’ ბრაიენის ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.

„საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრებთან საუბრისთვის და მზად იქნება მომავალშიც ყველა იმ თემაზე, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას და მეგობრობას ეხება, იქნება ეს პოლიტიკური თანამშრომლობის განმტკიცება, ეკონომიკური თუ სავიზო საკითხების განხილვა. რეგიონში არის უსაფრთხოების ძალიან სერიოზული გამოწვევები. საქართველო არის დასავლეთი ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოკავშირე რეგიონში. შესაბამისად, ამ საკითხებზე და სხვა საკითხებზე საუბრისთვის ყოველთვის მზად ვართ. რაც შეეხება წინასწარ სპეკულაციებს, გაკოტრებული, ანტიევროპული ოპოზიცია ისევ გარეთ ეძებს მხარდაჭერას, რომელიც უნდა ჰქონდეს საკუთარ ქვეყანაში და საკუთარი ხალხისგან,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ