ზურაბ აბაშიძე: ჯიმ ობრაიენმა ძალიან კარგად დაინახა რა ხელისუფლებაა, ვისთან აქვს საქმე და რომ ძალიან მტკიცე პოზიციები არსებობს

„ამ ადამიანმა ძალიან კარგად დაინახა რა ხელისუფლებაა, ვისთან აქვს საქმე და რომ ძალიან მტკიცე პოზიციები არსებობს”, – ასე შეაფასა ზურაბ აბაშიძემ ჯიმ ობრაიენის ვიზიტი საქართველოში. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტი საქართველოში იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

ის ასევე გამოეხმაურა კონკრეტულ შენიშვნებს, რომლებიც ობრაიენმა გამჭვირვალობის კანონის შესახებ დაასახელა.

„ძალიან საინტერესო შენიშვნებია, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მზად ვართ კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნებისთვის, რომლებიც ფართოდ იქნება განხილული და შემდგომ შეტანილი [კანონში], რაც დაამშვიდებს ვითარებას“, – განაცხადა აბაშიძემ.

ასევე იხილეთ