გური სულთანიშვილი: მე მგონი თვითონ დამკვეთებიც აანალიზებენ, რომ არანაირი პერსპექტივა, ეს ყველაფერი რევოლუციურ სცენარად გადაკეთდეს, ამ პროცესს არ აქვს

„მე მგონი თვითონ დამკვეთებიც აანალიზებენ, რომ არანაირი პერსპექტივა, ეს ყველაფერი რევოლუციურ სცენარად გადაკეთდეს, ამას არ აქვს”, – ასე აფასებს ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ამ თემაზე მან გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„ისინი ეცდებიან მმართველი ძალის დისკრედიტაციას, რაც არ გამოუვათ, მაგრამ მე მგონია, რომ ეს პროცესები ყველა ვარიანტში არჩევნების გზით უნდა წავიდეს, იმიტომ რომ არცერთ შემთხვევაში რევოლუციური ხაზი ვერ განხორციელდება, იმიტომ რომ ძალოვანი სტრუქტურები, სახელმწიფო ინსტიტუტები არ არის ის, რაც იყო შევარდნაძის დროს ან ის, რაც იყო უკრაინაში”.

ასევე იხილეთ