დავით კონჯარია: თქვენ ომში გაუშვებთ თქვენს შვილებს? თუ „ნაციონალებივით“ სხვისი შვილების წაქეზებით და თავად სოროში დამალვით აპირებთ ომის წარმოებას?!
„ხალხის ნება გამოხატულ იქნა არჩევნებში და მოსახლეობის უმეტესობა მხარს ვუჭერთ ღიაობის ქართულ კანონს. მივესალმები ჩვენი შვილების და სტუდენტების ევროპულ არჩევანს, 200 წელია ეს ბრძოლა მიმდინარეობს და აუცილებლად ევროკავშირში საქართველოს შესვლით დაგვირგვინება. ხოლო არასამთავროებს და მასმედიურ ორგანიზაციებს მოგიწევთ შემოსავლისა და გასავლის დეკლარირება”, – წერს დეკანოზი დავით კონჯარია.
დეკანოზი აღნიშნავს, რომ დღეს რომ „ნაციონალები“ მართავდნენ ქვეყანას, ასი ათასი მარტო ბრძოლაში დაღუპული გვეყოლებოდა.
„დღეს რომ „ნაციონალები“ მართავდნენ ქვეყანას, ასი ათასი მარტო ბრძოლაში დაღუპული გვეყოლებოდა. აქ ახლა ბევრი მომწერთ – აბა რაო, უნდა დავიხოცოთო სამშობლოსათვისო. მე ერთი წელი ვიცხოვრე ბლოკადაში აფხაზეთში ომში და არავის ვუსურვებ ამ საშინელებების ნახვას და მართლა ქართველები ჯარში არავინ რომ არ ვუშვებთ შვილებს, თქვენ ომში გაუშვებთ თქვენს შვილებს? თუ „ნაციონალებივით“ სხვისი შვილების წაქეზებით და თავად სოროში დამალვით აპირებთ ომის წარმოებას?! ერთმანეთს რომ ასწრებდნენ მიშა და „ნაციონალები“ 2008-ში, მერე ვაკის პარკში კონცერტს რომ მართავდნენ მოვიგეთო ომიო და პარალელურად ცხედრები ქართველი ბიჭებისა მიყრილი რომ დატოვეს ყორნების საჭმელად ბრძოლის ველზე. პატრიარქმა იმარჯვა მაშინაც და შვილების ცხედრები გადმოასვენეს სამღვდელოებასთან ერთად.
ხალხის ნება გამოხატულ იქნა არჩევნებში და მოსახლეობის უმეტესობა მხარს ვუჭერთ ღიაობის ქართულ კანონს. მივესალმები ჩვენი შვილების და სტუდენტების ევროპულ არჩევანს, 200 წელია ეს ბრძოლა მიმდინარეობს და აუცილებლად ევროკავშირში საქართველოს შესვლით დაგვირგვინება. ხოლო არასამთავროებს და მასმედიურ ორგანიზაციებს მოგიწევთ შემოსავლისა და გასავლის დეკლარირება“, – წერს კონჯარია.