ირაკლი კობახიძე: ჩვენ მკაცრად ვგმობთ სასტიკ და უგუნურ თავდასხმას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ სასტიკ და უგუნურ თავდასხმას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„ჩვენი აზრებით ვართ მასთან და სლოვაკეთის ხალხთან ამ რთულ პერიოდში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
We strongly condemn the brutal and reckless attack on H.E. Robert Fico, Prime Minister of 🇸🇰. Our thoughts are with him and the people of Slovakia during this challenging time.
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) May 15, 2024
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ცეცხლი გაუხსნეს, ის ჰოსპიტალში არის გადაყვანილი. ინციდენტი ბრატისლავიდან 180 კილომეტრში, ქალაქ ჰანდლოვაში, სამთავრობო შეხვედრის შემდეგ მოხდა.
რობერტ ფიცოზე თავდამსხმელი დაკავებულია.