ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები პირდაპირ კითხვაზე, უნდა დაუწესოს თუ არა საქართველომ რუსეთს სანქციები და გაათავისუფლოს თუ არა სააკაშვილი – პასუხს გაექცნენ
საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა არ უპასუხეს კითხვას, უნდა დაუწესოს თუ არა საქართველომ რუსეთს სანქციები და გაათავისუფლოს თუ არა მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან, პასუხს გაექცნენ.
დასმული კითხვის საპასუხოდ, ლიეტუის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა:
„არსებობს საკითხები, რომელთა შესახებაც ის ინფორმაციები, რაც საჯაროდ ვრცელდება, არ შეესაბამება სიმართლეს“.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ლანდსბერგისს და დელეგაციის სხვა წევრებს, ამ კითხვებზე პასუხი არ გაუციათ.