top_leaderboard

„ქრონიკის“ ექსკლუზივი: კეზერაშვილის ცოლისძმამ იგორ ნარმანიასა და ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერებს შეურაცხყოფა მიაყენა და განუცხადა, რომ მილიონზე მეტი აქვს დახარჯული და მათგან შედეგს ვერ იღებს

„ქრონიკას“ წყარომ მოაწოდა ინფორმაცია, რომ დღეს პირველ საათზე ბროსეს ქუჩაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ოფისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანია და სხვა ლიდერები დაიბარეს. ამავე წყაროს ცნობით, დავით კეზერაშვილის ცოლისძმას დიმიტრი ჩიქოვანსა და მათ შორის მძიმე საუბარი შედგა.

ჩიქოვანმა ახალგაზრდებს შეურაცხყოფა მიაყენა, აგინა და განაცხადა, რომ უკმაყოფილოა და მეტი მუხტი სჭირდება. წყაროს ინფორმაციით, ჩიქოვანმა ასევე განაცხადა, რომ „მილიონზე მეტი აქვს უკვე დახარჯული და მათგან შედეგს ვერ იღებს“.

ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები თათბირის შემდეგ მძიმე შეურაცხყოფის გამო გამოხატავდნენ უკმაყოფილებას. სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა მიაწოდა „ქრონიკას“ ექსკლუზიურად ინფორმაცია დიმიტრი ჩიქოვანის მიერ მძიმედ ჩატარებული თათბირის შესახებ.

ასევე იხილეთ