ბონდო მძინარაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა იმდენი მაინც არ იცის, რომ შუაში თვითონ უნდა მდგარიყო?!
ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„საქართველოს სახელმწიფო გერბის ქვეშ უცხო ქვეყნის დროშები რატომ არის და საქართველოს სახელმწიფო დროშები რატომ გაანაპირეს?!
სალომე ზურაბიშვილმა იმდენი მაინც არ იცის, რომ შუაში თვითონ უნდა მდგარიყო?!
თუ – რა შუაშია?!
ამ ჭყპყ საგარეო საქმეთა მინისტრებთან რატომ დგას, როგორც სიტყვა “მაშასადამე”?!
ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფოს მეთაურია!
ძალიან სამარცხვინოა ეს ყველაფერი, ძალიან სამარცხვინო!” – წერს ბონდო მძინარაშვილი.