გელა ზედელაშვილი: სალომე ბაბო, ხომ მიგჭუჭყნეს ცხვირში თითშეყოფილი ბალღივით სადღაც კუთხეში?!

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრეთან ერთად გამართულ ბრიფინგს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება.

„რაო, სალომე ბაბო, მიგჭუჭყნეს სადღაც ტ…ში? საქართველოს გერბის ქვეშაც არ დაგაყენეს? რათ მიაჭუჭყნინე თავი? ახლა ვინ არი მონა?

*

არა, ამ საქართველოს გერბის ქვეშ ვინ ოხერი დგას, საერთოდ არ შეგრცხვა?

თან თურმე აცხადებ, მე ვიქნები ევროპული ფრონტის ლიდერი ამ არჩევნებზეო.

რა ფრონტი, ქალო, რა ფრონტი, რა შაშა, რი კოლა და რომელი ელტონ ჭყონია? ეგა, სადაც შენ უმიზნებ, მკვლელების ფრონტია და არა ევროპელებისა, ყაჩაღებისა, არიფებისა, მოღალატეებისა, პროვოკატორებისა, ავანტიურისტებისა და დედამოტ…ნულებისა!

*

რაო, დაგპირდნენ, სიაში ჩაგსვამთო?

ეგენი დაგპირდნენ, სადღაც ტ…ში რომ მიგჭუჭყნეს? მკვლელებთან საქმე ჩაგიწყვეს?

რაო, შენმა სირთაოზა ძმამ, კარგიაო? პარლამენტში მოხვდები და 4 წელიწადი კიდე იბაირამებო?

შენ რას გედავები? ჩვენი ბრალია… ყველაფერი ჩვენი ბრალია!

რა უნდა გვექნა, თორემ შენ რა ასარჩევი იყავ?

მე პირადად ინაუგურაციამდევე დავიკბინე თითები, მაგრამ რაღა დროსი იყო?

იცი, რა მითხრეს მაშინ?

ბიჯოოოო… მოვიდა ორბელიანების სასახლეში თავის გორჯესტანებთან ერთად და ატეხა ერთი ამბავი, შპალერი არ მომწონს, ფერები არ მომწონს, ჯამ-ჭურჭელი არ მომწონს, ლუსტრები არ მომწონს, ნოხები არ მომწონს, სასწრაფოდ შეცვალეთო.

მერე, რა ქენით-მეთქი?

შევცვალეთო… შპალერები ალაგ-ალაგ ჩამოხიეს, მა რა უნდა გვექნაო? გორჯესტანები იძახდნენ, განათება არასწორად არი დაყენებული, ასე კი არა, ისე უნდა მოდიოდეს შუქიო, გაგვაგიჟესო, ჭკუიდან გადაგვიყვანესო.

აი, მაშინ დავიკბინე თითები, მაგრამ რაღა ეშველებოდა?

*

ჰო, კიდე მაშინ დავიკბინე თითები, ინაუგურაციაზე ათასი მათხოვარი და პროვოკატორი რომ დაპატიჟე!

ჰა, ჰა, ჰა!

მეო, ევროპული ფრონტის ლიდერი ვიქნებიო. კი მაგრამ, სად არი ევროპული ფრონტი? თვითონ ფრონტი სად არი, შენ მეხრიბაკიანები, გასიევები, კურკუმალები, ტუტრუცანები და აპრაკუნე ჭიმჭიმელები ევროპელები გგონია? ეგენი კი არა, შენ, ფრანციაში დაბადებული და გაზრდილიც არ ხარ ევროპელი არც შეგნებით, არც გაგებით, არც მენტალიტეტით და არც სინდის-ნამუსით.

ეგ არი!

*

არა, ხომ მიგჭუჭყნეს ცხვირში თითშეყოფილი ბალღივით სადღაც კუთხეში?!“ – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ