top_leaderboard

ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

საზეიმო ღონისძიება კვიპროსის ფეხბურთელთა პროფკავშირის ორგანიზებით შედგა. გიორგი ქვილითაიას ჯილდო თემურ ქეცბაიამ გადასცა.

„ბედნიერი ვარ ამ ჯილდოს მიღებით. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმა მომცა და განსაკუთრებული მადლობა თემურ ქეცბაიას, რაც მან ჩემი კარიერისთვის გააკეთა. ურთულესი სეზონი იყო და მიხარია, რომ ბოლოს ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა. როდესაც მიზანს ამდენი ბრძოლის შემდეგ აღწევ, ჩემპიონობა კიდევ უფრო ტკბილი ხდება“, – განაცხადა ქვილითაიამ.

 

ასევე იხილეთ