თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია იმართება – პირდაპირი ეთერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ამ წუთებში თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში იმართება. ირაკლი კობახიძეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მასპინძლობს.