ვატო შაქარიშვილი პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტზე: დღევანდელი ხელისუფლება ჩვენ ქვეყანას უმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ახალ მსოფლიო წესრიგში – იმათ დაუკრან ტაში ჟიგიმატასებს და როთებს
საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თურქეთში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, ხელისუფლება საქართველოს ღირსეულ ადგილს უმკვიდრებს ახალ მსოფლიო წესრიგში, რაზეც ანკარაში გამართული უმაღლესი დონის მიღებაც მეტყველებს. რაც შეეხება ოპოზიციას, შაქარიშვილის განცხადებით, მათ შეუძლიათ ჟიგიმანტას პავილიონისის და მიხაელ როთის მსგავს ფიგურებს დაუკრან ტაში.
„იზოლაციაში მყოფი“ მთავრობის მეთაურის უმაღლესი დონის მიღება NATO-ს წევრი უძლიერესი სახელმწიფოს და რეგიონალური ლიდერის – თურქეთის დედაქალაქში!
იმათ დაუკრან ტაში ჟიგიმატასებს და როთებს…
დღევანდელი ხელისუფლება ჩვენ ქვეყანას უმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ახალ მსოფლიო წესრიგში!“ – წერს ვატო შაქარიშვილი.