top_leaderboard

ირაკლი კობახიძე: აქციები მთლიანად ორგანიზებულია კონკრეტული პარტიების და მათთან დაკავშირებული NGO-ების მიერ

„ეს აქციები მთლიანად ორგანიზებულია კონკრეტული პარტიების და მათთან დაკავშირებული NGO-ების მიერ, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არ გამორიცხავს, რომ ამ აქციებში მონაწილეობენ პარტიებისგან გამიჯნული პირებიც.

„ორგანიზებას რაც შეეხება, ეს აქციები არის თავიდან ბოლომდე ორგანიზებული, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რადიკალური ოპოზიციური პარტიების და მათთან დაკავშირებულიNGO-ებისმიერ. აქედან, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ თავისი დასკვნები უნდა გამოიტანოს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ასევე იხილეთ