top_leaderboard

ლელა რაზიკაშვილი ოჯახის სიწმინდის დღეზე: ვიღაცა იტყვის, რა საჭიროაო, ძალიანაც საჭიროა, ეს ქილიკი და ცინიკური დამოკიდებულება რომ არ დამკვიდრდეს და ტრენდად არ შემოვიდეს

„დარწმუნებული ვარ, იმ აქციაზე მყოფი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის თავისი ოჯახი ყველაზე მეტი სიწმინდეა და ისინიც შეიკრიბონ სადმე, თავისი ლოკაცია აირჩიონ და ეს დღე აღნიშნონ. ეს დღეც გამოიყენონ, ყველაფერი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ერთიან სივრცეში მოვხვდეთ”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა, ლელა რაზიკაშვილმა გამჭვირვალობის ესახებ კანონის მოწინააღმდეგეთა მისამართით განაცხადა.

„შევხედოთ მსოფლიოში რა ხდება, დანის პირზე გავდივართ და ამ სიტუაციაში შევხედოთ ჩვენს პატარა საქართველოს. იმის ნაცვლად, რომ მთელი ჩვენი რაციონალური ენერგია მობილიზდეს იმისთვის, რომ როგორმე ეს ცეცხლი არ შეგვეხოს და რაღაცნაირად მშვიდობა შევინარჩუნოთ, ვართ დაპირისპირებული საშინლად და ვქმნით აპოკალიფსურ სურათს, სასწაულად ვლანძღავთ ერთმანეთს. მოდი ასე გავაკეთოთ, ხშირად ვამბობ ხოლმე და გავიმეორებ, გამოვყოთ ერთმანეთისგან საზოგადოება და პოლიტიკური ჯგუფები.

გადაცემაში მამაო იჯდა და საუბრობდა ოჯახის სიწმინდის დღეზე. ახლა ვიღაცა იტყვის, რა საჭიროაო, ძალიანაც საჭიროა, რადგან ვხედავთ უამრავ ქილიკს. ეს ქილიკი და ცინიკური დამოკიდებულება რომ არ დამკვიდრდეს, მართლა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებაზე – ოჯახზე და მის სიწმინდეზე, ტრენდად არ შემოვიდეს. იცით, რომ ნეგატიური რამ მარტივად შემოდის ტრენდად. რატომ არ შეიძლება, რომ მართლა იყოს ეს დღე გამაერთიანებელი?! დარწმუნებული ვარ, იმ [აქციაზე მყოფი] ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის თავისი ოჯახი ყველაზე მეტი სიწმინდეა და ისინიც შეიკრიბონ სადმე, თავისი ლოკაცია აირჩიონ და ეს დღე აღნიშნონ. ეს დღეც გამოიყენონ, ყველაფერი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ერთიან სივრცეში მოვხვდეთ“, – აღნიშნა რაზიკაშვილმა.

17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მსვლელობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.

ასევე იხილეთ