top_leaderboard

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ოჯახის ინსტიტუციას გარკვეული საფრთხე ექმნება დღევანდელ მსოფლიოში და გარკვეული ძალები ცდილობენ გააუქმონ საერთოდ მისი ფასეულობა

დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოჯახის სიწმინდის დღესთან და მის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„მნიშვნელოვანი დღეა [17 მაისი], ვინაიდან კაცობრიობის ყველაზე მთავარ ფასეულობას, კეთილდღეობის და ადამიანურობის საძირკველს გარკვეული საფრთხე ექმნება დღევანდელ მსოფლიოში. ფაქტობრივად ხდება ზეწოლა ოჯახის ინსტიტუციაზე და რაღაც ძალები ცდილობენ გააუქმონ საერთოდ მისი ფასეულობა და ამოიღონ როგორც ფასეულობა ადამიანის ცხოვრების ნაწილის. ოჯახი, როგორც ღვთისგან დალოცვილი ინსტიტუცია, ღმერთისგან კურთხეული ორი ადამიანის თანაცხოვრებაა, რომელიც ქმნის ოჯახს და მრავლდება. ამ ფასეულობის მომხრეობას აჩვენებს ხალხი და წინ წამოწევს კიდევ ერთხელ და გაიხსენებს, რომ ჩვენ გვიყვარს ოჯახი და გვინდა, რომ ოჯახი თავის ღირსეულ ადგილას იყოს. ვიკრიბებით ქაშვეთის ტაძართან, სადაც გადავიხდით პარაკლისს და შემდეგ მსვლელობით წავალთ წმინდა სამების ტაძარში. იქ უკვე უფრო დიდი პარაკლისი იქნება, ზეთის კურთხევა, ცხება და ქადაგება“, – აღნიშნა დეკანოზმა.

17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მსვლელობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.

ასევე იხილეთ