top_leaderboard

ლელა რაზიკაშვილი აქციის მონაწილეებზე: მე ვურჩევდი მათ, რომ რაღაც ჩვენგანაც გაიგონ

„როცა შენ ჯარისკაცი ხარ, გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ შენი ჯარისკაცობით შენი ქვეყანა არ დააზიანო და წაიყვანო სწორი გზით. მე ვურჩევდი მათ, რომ რაღაც ჩვენგანაც გაიგონ. ჩვენმა თაობამ გავზარდეთ ეს ბავშვები, ეს ახალგაზრდობა და გამოვზარდეთ ევროპის მოქალაქეებად. ისე გავზარდეთ შვილები, რომ საერთოდ კითხვაც არ ჰქონიათ, არ დაუსვამთ – რუსეთი, თუ ევროპა”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა, ლელა რაზიკაშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეთა მისამართით განაცხადა.

„როცა ადამიანი გადის საბრძოლველად, სტუდენტია, თუ ა.შ., ჩვენც ასე ვიყავით, როცა რაიმე ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს თავის სამშობლოსთან დაკავშირებით, ის უკვე ჯარისკაცია. იქ ასაკი აღარ არსებობს. როცა ჯარისკაცი ხარ, გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ შენი ჯარისკაცობით შენი ქვეყანა არ დააზიანო და წაიყვანო სწორი გზით. მე ვურჩევდი მათ [აქციის მონაწილეებს], რომ რაღაც ჩვენგანაც გაიგონ. ჩვენმა თაობამ გავზარდეთ ეს ბავშვები, ეს ახალგაზრდობა და გამოვზარდეთ ევროპის მოქალაქეებად. ისე გავზარდეთ შვილები, რომ საერთოდ კითხვაც არ ჰქონიათ, არ დაუსვამთ – რუსეთი, თუ ევროპა. დავავიწყეთ რუსული, შევასწავლეთ ინგლისური, ვასწავლეთ, რომ თქვენი გზა ევროპაშია. ერთიანები ვართ, აქ როგორ შეიძლება კითხვა დაისვას. მინდა ვუთხრა მათ, რომ თუ რამე სიამოვნებს და ახარებს ახლა მტერს, ახარებს ის, როცა ჩვენ, ქართველები ვანადგურებთ იმ ადამიანებს, რუსს რომ ეძახიან და რომლებსაც უამრავჯერ უბრძოლიათ საქართველოსთვის, დასახიჩრდნენ ბრძოლაში, ოჯახის წევრები დაკარგეს, მთელი ცხოვრება ევროპულ გზას შეალიეს. დგახარ და ეძახი რუსს ადამიანს, რომელსაც დიდი ხანია რუსეთის დასჯა უნდა. მოდი იმაზე ვიფიქროთ, რომ იქნებ ყველაზე მეტად რუსულ საქმეს ჩვენ ვაკეთებთ ამით“, – აღნიშნა რაზიკაშვილმა.

ასევე იხილეთ