ლელა რაზიკაშვილი: 2012 წლის შემდეგ ჩვენ დავდექით ევროპის გზაზე
„2012-ში გამოვედით და იმისთვის დავირაზმეთ, რომ ევროპა და ევროპული ღირებულებები იყო ჩვენი გადარჩენისა და თავშესაფრის სივრცე, რომ რუსული მმართველობის სტანდარტიდან გამოვსულიყავით და გადავრჩენილიყავით. 2012 წლის შემდეგ ჩვენ დავდექით ევროპის გზაზე და დღემდე მოვედით. ჩვენ უკვე ვართ ევროპული ოჯახის წევრი”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა, ლელა რაზიკაშვილმა განაცხადა.
„ყველაფერზე ვთქვით უარი, ოღონდ თავისუფლება გვქონოდა. ვთქვით ღირებულება სიცოცხლეზე უარი იმისთვის, რომ თავისუფლები ვყოფილიყავით და ევროპული გზით წავსულიყავით და ეს 9 აპრილს დავამტკიცეთ და აქ დავტოვეთ კითხვა – გვინდა თუ არა ევროპული გზა. შემდეგ ბნელ 90-იანებს რომ ვეძახით, ზუსტად იმ წლებში შეიქმნა ყველა ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძველი და ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ჩვენ მყარად დავმდგარიყავით ამ გზაზე.
შემდეგ უკვე მეორედ, ევროპული ღირებულებების თემა მართლა დადგა საშიშროების ქვეშ, როდესაც ევროპის დროშით მოსულმა ხელისუფლებამ ყველაზე რუსული სტანდარტი დაამკვიდრა. ნემცოვი იყო ასეთი პოლიტიკოსი, რომელმაც ჩვენს წინა ლიდერზე თქვა, რომ პატარა პუტინიაო, იმიტომ რომ მმართველობის სტილით ჰგავდა პუტინს“, – აღნიშნა რაზიკაშვილმა.