სოზარ სუბარი პრემიერის თურქეთში ვიზიტზე: თურქეთი არის სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი – მნიშვნელოვანია მასთან ასეთი მაღალი დონის ვიზიტი

„ძალიან მაღალი დონის შეხვედრა მოუწყვეს ირაკლი კობახიძეს თურქეთში, რაც კარგად უსვამს ხაზს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების სიმტკიცეს და მაღალ დონეს“, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თურქეთში ვიზიტს.

როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, თურქეთის პოლიტიკა ხელს უწყობს იმას, რომ საქართველომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნოს.

„ძალიან მაღალი დონის შეხვედრა მოუწყვეს ირაკლი კობახიძეს თურქეთში, რაც კარგად უსვამს ხაზს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების სიმტკიცეს და მაღალ დონეს. თურქეთი არის სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი, რომლის პოლიტიკა სერიოზულად განაპირობებს იმას, რომ საქართველო ამ ტურბულენტურ გარემოსა და ეპოქაში ახერხებს, რაღაცნაირად შეინარჩუნოს მშვიდობა და სტაბილურობა. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთთან ასეთი მაღალი დონის ვიზიტი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე იხილეთ