top_leaderboard

მეუფე შიო: ოჯახი ყოველთვის სიწმინდედ ითვლებოდა ჩვენს ეკლესიაში საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ დღეს როდესაც მთელს მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა

ოჯახი ყოველთვის სიწმინდედ ითვლებოდა ჩვენს ეკლესიაში საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების და მათი წარმოჩენა, როგორც დიდი სიწმინდის”, – ასე მიმართა ქაშვეთის ტაძარში შეკრებილ მრევლს სრულიად პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიო მუჯირმა ოჯახის სიწმინდის დღეს.

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო დედაქალაქის მერო, ყოვლადსამღვდელონო, მღვდელმთავარნო, მამანო, დედანო, ქრისტეს მიერ საყვარელო დანო და ძმანო, გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღეს, ოჯახის დაცვის დღეს, რომელიც უკვე 10 წელიწადია, რაც აღინიშნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. გადმოგცემთ მის დალოცვას და კურთხევას.

ოჯახი ყოველთვის სიწმინდედ ითვლებოდა ჩვენს ეკლესიაში საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების და მათი წარმოჩენა, როგორც დიდი სიწმინდის. ღმერთმა ადამიანი დასაბამიდან შექმნა, როგორც ოჯახი. ამდენად, ოჯახი არის ყოფიერების ის ფორმა, რომელიც თავად ღვთისაგან მოგვეცა ჩვენ, სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ოჯახს სიწმინდეს. როგორც იცით, ადამიანი ღმერთმა შექმნა თავის ხატად და მსგავსად და წმინდა მამების ნაწილი ამბობს, რომ სწორედ ოჯახი არის ყოვლადწმინდა სამების ხატების ერთ-ერთი გამოვლინება ადამიანში. როგორც ღმერთს აქვს ერთი ბუნება და სამი ჰიპოსტაზი, ასევე ოჯახსაც აქვს სამი ჰიპოსტასი. მამაკაცის ჰიპოსტასი, ქალის და ბავშვის ჰიპოსტასი და ადამიანი მოწოდებულია, ყოვლადწმინდა სამების მსგავსად იცხოვროს სიყვარულში“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

ასევე იხილეთ