top_leaderboard

გიორგი კახიანი: დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას, თუ წავიკითხავთ რაიმე სამართლებრივ არგუმენტს, სერიოზულად დავფიქრდებით, ვიმსჯელებთ და შესაძლოა, გავითვალისწინოთ კიდეც

რთულად წარმოსადგენია, რა არგუმენტი შეიძლება, არსებობდეს გამჭვირვალეობის შესახებ, მაგრამ დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასკვნაში თუ იქნება სამართლებრივ არგუმენტები, იმსჯელებენ და შესაძლოა, გავითვალისწინოთ კიდეც.

„ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებით, წინ არის პრეზიდენტის ვეტო. დისკუსიაში თუ უნდა ვინმეს შემოსვლა, ამისთვის მზად ვართ. თუ რაიმე სამართლებრივი არგუმენტებია, წარმოადგინონ. ვენეციის კომისიის დასკვნას ძალიან ყურადღებით გავეცნობით, რადგან მართლა მაინტერესებს, სამართლებრივად რა არგუმენტი და შენიშვნა შეიძლება, არსებობდეს. რთულად წარმოსადგენია, რა არგუმენტი შეიძლება, არსებობდეს გამჭვირვალეობის შესახებ. დასკვნაში რაიმე სამართლებრივ არგუმენტს თუ წავიკითხავთ, ამაზე სერიოზულად დავფიქრდებით, ვიმსჯელებთ და შესაძლოა, გავითვალისწინოთ კიდეც. მანამდე მზად ვართ დისკუსიისთვის. სამწუხაროა, რომ არგუმენტები აქამდე ვერ ვნახეთ“, – განაცხადა კახიანმა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 15 მაისს მიიღო. როგორც ცნობილია, ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დასკვნას მომდევნო კვირაში გამოაქვეყნებს.

ასევე იხილეთ