ლალი მოროშკინა: პატრიარქმა თქვა: „მიყვარხარ საქართველო” და ღმერთი იყო ჩვენთან
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში საზეიმო მსვლელობა გაიმართა. მსვლელობას პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„მოყავდათ ჩვილები და მოდიოდნენ მხცოვანნი, იყვნენ დიდები და მოყავდათ პატარები, იყვნენ ცელქები და იყვნენ ბანოვანნი, მოდიოდნენ აკვნებით, დროშებით,ხატებით და სიყვარულით… იყო ერი და ბერი, მხედრობა და მთავრობა… პატრიარქმა თქვა: „მიყვარხარ საქართველო” და ღმერთი იყო ჩვენთან”, – წერს ლალი მოროშკინა.